წულუკიანის კომისია

ლიტვის საგარეო: გვარამიას დაკავება EU-ს 27 წევრი ქვეყნისგან მტკიცე პასუხს ახლავე მოითხოვს

ნიკა გვარამია

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან მყისიერ და მტკიცე პასუხს მოითხოვს. სამინისტრო ასევე საგარეო საქმეთა კომიტეტს მოუწოდებს, რომ EU-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო ჩარჩოს შესახებ სერიოზული დისკუსია დაიწყოს.

ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

"ქართული ოცნების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, დააპატიმროს ნიკა გვარამია, პოლიტიკური ოპონენტი და პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, საგულისხმო გამოვლინებაა იმისა, თუ რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური ორგანიზაცია სინამდვილეში. 

ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან მტკიცე პასუხს ახლავე და ივნისში საგარეო საქმეთა კომიტეტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სამომავლო ჩარჩოს შესახებ სერიოზულ დისკუსიას. დროული რეაგირების ნაკლებობა რეაგირების პასუხისმგებლობას არ აუქმებს". - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დღეს, 13 ივნისს, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს. ის პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა. გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შეუცვალა.

კომენტარები