პაპუაშვილი: ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა ჩაქუჩს დაარტყამდა - სინამდვილეში, თითში ჩაირტყა

ბრიტანეთის საელჩო, მგონი გუშინ ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილის და პროპაგანდის დაფინანსებით.

აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი ტაბულა - აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური, პოლიტიკური ჯგუფები, ნაციონალური მოძრაობის 5 ნომერი რომ იქნება ორგანიზაციაში, იმას აფინანსებ და ქართველ ხალხს ეუბნები, ეს არჩევნების დაკვირვებისთვის არისო.

შტერი ვგონივართ ბრიტანეთის ელჩს, რომ ჰგონია ქართველი ხალხი დაიჯერებს პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი “ტაბულას” დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება და მეორე კიდევ, შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუკი ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ნჯო “მომავლის აკადემია” მისი დაფინანსება, რომლის ლიდერებიც არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ა.შ. (პარტიული ხალხი), რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, ამ ორგანიზაციის დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც მზადებას.

შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც, მუშაობს იმისთვის, რომ ჩაშალონ არჩევნები.

როგორც ტაბულა და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია, ისევე აკადემია ე.წ. “მომავლის” და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტია - გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, რომ ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები და ამ ხალხისთვის სურს ფულის მიცემა ბრიტანეთის ელჩს.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩოს მიერ, 11 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.

საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".

ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.

კომენტარები