თვითმმართველობის არჩევნები 2025

შეხვედრების მიზანია, ერთობა აღდგეს – ლელოს ლიდერები ზურაბიშვილს შეხვდნენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

პარტია ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მიზანი არის აღდგეს ძლიერი ერთობა, რათა ერთიანი სტრატეგიით დაამარცხონ რუსული რეჟიმი. 

ბადრი ჯაფაარიძის თქმით, "წინააღმდეგობის პლატფორმა შეიძლება იყოს მართლაც ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღმდგენელი" და სალომე ზურაბიშვილთან ამაზე ისაუბრეს. 

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებში შესაძლო მონაწილეობას, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ჯერ ერთობა უნდა აღდგეს და "შემდეგ ეს ერთობა მიიღებს გადაწყვეტილებას, წინასწარ არ უნდა გავასწროთ მოვლენებს". 

"ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, გუშინ შევხვდით სინდისის პატიმრების მშობლებს, შევხვდით რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს, რეგიონულ წარმომადგენლებს ჩვენსას და ამ შეხვედრებს ვაგრძელებთ, გაგრძელდება.

დღეს ჩვენი თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და ძალიან სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი.

[...]

ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა, მაგრამ სანამ ამ ფორმულაზე ჩამოვყალიბდებით, ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს, სხვას სხვა აზრი აქვს, ეს უნდა შეჯერდეს. ამისათვის პირველ რიგში, უნდა აღდგეს ერთობლივი პლატფორმა, რომ საზოგადოებამ, ყველამ დაინახოს, რომ საქართველო, სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

სალომე ზურაბიშვილს დღეს ასევე შეხვდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, გვარამიას თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ მისმა კოალიციამ ადილობრივ არჩევნებზე პოზიცია შეცვალოს.

კომენტარები