თემურ ქათამაძის საქმე

გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის აქციების დროს დაკავებული თემურ ქათამაძე თურქეთში გადაიყვანეს.

"ვერაგულად, ღამე გადაიყვანეს... ვერც დავემშვიდობე". - წერს ქათამაძის ცოლი, ნინო კაკულია სოციალურ ქსელში.

6 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წერდა, რომ შესაძლო იყო, 5 დღეში, თემურ ქათამაძე საქართველოდან იძულებით გაეძევებინათ.

ორგანიზაციის განცხადებით, ქათამაძეს თურქეთში პატიმრობა ემუქრება, რადგან მას ფეჰთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში ადანაშაულებენ. SJC წერს, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა და სასამართლომ ეს რისკები არ გაითვალისწინა.

ცნობისთვის, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს.

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

კომენტარები