2025 წელს გარდაცვლილები

86 წლის ასაკში ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი ფრედერიკ ფორსაიტი გარდაიცვალა

ფრედერიკ ფორსაიტი
cdn.com

86 წლის ასაკში ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი ფრედერიკ ფორსაიტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მწერლის აგენტი ავრცელებს.

ფორსაიტმა კარიერა როგორც ჟურნალისტმა დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ დიდ სააგენტოებში, როგორებიც არის BBC News და Reuters. 

1967 წელს გაემგზავრა ნიგერიაში, სადაც BBC-ისთვის სამოქალაქო ომს 6 თვის განმავლობაში აშუქებდა. მოგვიანებით დარჩა ნიგერიაში, როგორც თავისუფალი ჟურნალისტი.

1969 წელს დაწერა პირველი წიგნი The Biafra Story. დოკუმენტური რომანი ბიაფრის სეპარატისტული რესპუბლიკის შესახებ იყო, რომელიც ნიგერიისგან გამოყოფას ითხოვდა.

1971 წელს გამოდის ფორსაიტის ყველაზე ცნობილი წიგნი The Day of the Jackal. ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ჯაშუშური დეტექტივის მიხედვით გადაღებულია ორი ფილმი (The Day of the Jackal, The Jackal) და ერთი სერიალი (The Day of the Jackal).

პოლიტიკური თრილერისა და ჯაშუშური დეტექტივის ოსტატის კალამს ასევე ეკუთვნის წიგნები: The Odessa File, The Dogs of War, Cobra, The Shepherd, The Fourth Protocol.

2015 წელს, საკუთარ ავტობიოგრაფიაში აღიარა, რომ 1968 წლიდან, 20 წლის განმავლობაში იყო ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ინფორმატორი.

კომენტარები