მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ის რაც მოუწყეს ბოკუჩავას ოჯახს, ეს რუსეთი აღარაა - ეს არის, კადიროვის ჩეჩნეთი

მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს.

ის რაც მოუწყეს მის [კოტე იოსელიანს] მეუღლეს და მის ოჯახს გუშინ, ეს აღარ არის რუსეთი - ჩვენ ვიძახით, რომ არ გვინდა რუსეთი საქართველოში - რუსეთი აღარ არის ეს, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი!

კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს მათ ოჯახის უსაფრთხოებით.

ამ ბანდიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში კადიროვიზმი - ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, ხალხო!

არ გვეშინია, არ გავჩუმდებით!

ეს არის უკიდურესად მხდალი, უკიდურესად სუსტი რეჟიმის ქმედება - ეს “დაჩმორების”, დაშინების მცდელობა - ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან.

თქვა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას.

ცნობისთვის, ენმ-ს თავჯდომარემ, თინა ბოკუჩავა დღეს, 9 ივნისს, ბრიფინგისას გამოეხმაურა მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გუშინ, 8 ივნისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც იოსელიანი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

ბოკუჩავას თქმით, ვიდეოს გავრცელებამდე მისი მეუღლე ხუთმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა ჩემი მეუღლე, 8 საათი ახორციელებდნენ ზეწოლას.

კომენტარები