ჯილეხი

ქობულეთში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ლაბორატორიული კვლევით ჯილეხი დაუდასტურდა.

"შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების სავალდებულო ვაქცინაციაც.

ამ დროისთვის, 700 ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული.

საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის დაკვლა და ხორცის გამოყენება, ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია" - წერია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.

ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. 

კომენტარები