შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს.
"ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და დააბრუნებენ წარმოშობის ქვეყანაში.





