საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფრომაცია გუშინ, 4 ივნისს გავრცელდა.
დღეს, 5 ივნისს, პროკურატურამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია განაახლა, მოადგილეებს შორის ბადაშვილი აღარ იძებნება.
ტაბულა დეტალების დასაზუსტებლად, პროკურატურას დაუკავშირდა, ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში მასალა განახლდება.
5 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, ის გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე იქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა.
4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული, თანამდებობა დატოვა.
შალვა პაპუაშვილმა ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი კი, კობახიძის ბრძანებით, ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.





