კობახიძე: პირადი შანტაჟის ფონზე, ივანიშვილის მხრიდან არ იქნებოდა სწორი ელჩთან შეხვედრა

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა საკუთარი პოზიცია, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ბუნებრივია, პირადი შანტაჟის ფონზე მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, მიზანშეწონილი ასეთი შეხვედრის გამართვა. არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ეს პოზიცია, ეს პოზიცია ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან გაგვიკირდა, როდესაც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელეს წერილი.

როგორც კი დასრულდება პირადი შანტაჟი, რაც დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, მაშინვე შეიცვლება ამ კუთხითაც ვითარება.

ასევე, კიდევ ერთხელ  - არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც არიან მზად, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ამასთან დაკავშირებით არ არის არავითარი დაბრკოლებები, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უარი უთხრა. ოცნების საპატიო თავმჯდომარემ საელჩოს უპასუხა და აღნიშნა, რომ უართან ერთად, რობინ დანიგანს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს, თუმცა, ელჩმა უარი თქვა.

კომენტარები