რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: რუსეთი მოლაპარაკებებზე უკრაინისგან დისკრიმინაციული კანონების გაუქმებას მოითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დეტალები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ლავროვის თქმით, ახალი რაუნდის მიმდინარეობისას, ისევე როგორც წინა რაუნდში, რუსეთის მხარე იმედოვნებს, რომ უკრაინა გააუქმებს "დისკრიმინაციულ კანონებს", რომელთა გაუქმებაც კვლად დარჩება მოლაპარაკებების ერთ-ერთ მოთხოვნად.

ლავროვის თქმით, "მოლაპარაკებები უკეთესია, ვიდრე ომი" თუმცა მოლაპარაკებების წარმატებისთვის აუცილებელია "კონფლიქტის პირველწყაროების აღმოფხვრა".

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყოველთვის, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მრავალი წლის განმავლობაში, ასევე მის დაწყების შემდეგ, ვთავაზობდით და კვლავაც ვთავაზობთ უკრაინულ მხარეს ყველა პრობლემის დარეგულირებას დიალოგისა და დიპლომატიური გზით," - ამბობს ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის ნებისმიერი ფორმით მოგვარების შემთხვევაში, აუცილებელია დაკმაყოფილდეს რუსეთის მთავარი მოთხოვნები, კერძოდ, უკრაინამ უნდა მიიღოს ნეიტრალური, ბირთვული იარაღის არ მქონე სახელმწიფოს სტატუსი, რომელიც არ იქნება არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი.

კომენტარები