მეორე შედეგია სანქციები, რომლებიც პირდაპირ ეხება იმ ადამიანებს, რომლის პასუხისმგებლობაა ის სასტიკი ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში. სანქცირებულნი არიან ისინი, რომლებიც ამ ქვეყანაში ხელს უწყობენ რუსეთს და რუსეთს ეთანამშრომლებიან. ეს არის მხოლოდ დაწყებული სანქციების ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისმგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს.
ეს განსხვავება, გამიჯვნა ქართველ ხალხსა და იმ ე.წ. ხელისუფლებას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად შეიგნეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ დგას ის საქართველო, მთლიანი საზოგადოება რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში, თავისუფლებაში და მეორეს მხრივ დგანან ის ადამიანები, რომლებიც არაფერს და არავის არ წარმოადგენენ, გარდა საკუთარი ინტერესებისა და ერთი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა.





