რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბელგია მზადაა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ "მსურველთა კოალიციას" შეუერთდეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი
GettyImages

20 მაისს ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა დააანონსა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ბელგია მზადაა, უკრაინის ტერიტორიაზე "მსურველთა კოალიციაში" ჩაერთოს.

"ჩვენ მზად ვართ, მსურველთა კოალიციის ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთთან ერთად, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება მყისიერად დავიწყოთ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ." - თქვა ფრანკენმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიები უნდა დატოვონ და დაამატა, რომ ბელგია უკრაინის დახმარებას მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.

"ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას განვაგრძობთ. ახლახან დავამტკიცეთ ერთ-მილიარდიანი ევროს პაკეტი, და უკრაინის დახმარებას მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ, ყოველ წელს სამხედრო დახმარების კუთხით ერთი მილიარდი ევროს [გამოყოფით]." - თქვა მან.

უკრაინაში "მსურველთა კოალიციის" გაგზავნის ინიციატივას გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის თქმით, კოალიციის მიზანი უკრაინის ცაზე, ზღვასა და ხმელეთზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ზოგადად უკრაინელების მხარდაჭერაა.

თუმცა, ბოლო პერიოდში გამოცემა The Times წერდა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს 25 000-მდე სამხედროს მობილიზება უჭირთ, რომლებიც უკრაინისთვის განსაზღვრულ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას მიიღებენ.

კომენტარები