20 მაისს გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი სანქციები დააანონსა, რომელიც მიზანში იღებს რუსულ არმიას, ასევე ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებს, და უკრაინაში ომის არ შეჩერების გამო რუსეთზე წნეხის გაზრდას ემსახურება.
გაერთიანებული სამეფოს მიხედვით, 100 სანქციას წინ უსწრებდა რუსეთის მხრიდან უკრაინულ ქალაქებზე მიტანილი მასობრივი იერიში, რაც ომის განმავლობაში დრონების მეშვეობით მიტანილი უდიდესი თავდასხმა იყო.
ბრიტანეთის თქმით, ახალი ზომები მიზანში იღებს რუსული შეიარაღების სისტემების მიწოდების ჯაჭვებს, მათ შორის, Iskander-ის ტიპის რაკეტებს, კრემლის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო ოპერაციებს, ასევე იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავიდან არიდებაში ეხმარებიან და ამასთანავე სანქციები რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის' ნავთობტანკერებსაც ეხება.
"ჩვენ მოვუწოდებთ [პუტინს], რომ დაუყოვნებლივ დათანხმდეს სრულ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რათა სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს." - თქვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.
"ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ სამშვიდობო ძალისხმევის შეყოვნება მხოლოდ გააორმაგებს ჩვენს მიზანდასახულობას, დავეხმაროთ უკრაინას, რომ თავი დაიცვას და გამოვიყენოთ ჩვენი სანქციები, რათა შევზღუდოთ პუტინის ომის მანქანა." - დაამატა მან.
გაერთიანებულ სამეფომდე 20 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო ევროკავშირმაც მიიღო. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა X-ზე დაწერა.
EU-მ ახალი სანქციები მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს სტამბოლში ვლადიმირ პუტინი არ დაესწრო.