რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პოლონეთმა ამოიღო Boeing-ის საბურავები, რომლებიც რუსეთში სანქციების დარღვევით იგზავნებოდა

REUTERS/Benoit Tessier/File Photo

პოლონეთში Boeing-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი 5 მეტრული ტონის საბურავები ამოიღეს, რომელთა გადატანასაც ბელარუსისა და რუსეთის გავლით აპირებდნენ. შემთხვევას პოლონეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების რეჟიმის დარღვევა უწოდა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ფართო მასშტაბური სანქციები შემოიღეს. ხოლო ვინაიდან რუსული საავიაციო ინდუსტრია ძალზე არის დამოკიდებული უცხოეთში დამზადებულ თვითმფრინავებზე, მას უჭირს საკმარისი თვითმფრინავების საჰაერო მგზავრობაზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

"ოფიცრებმა... კოროშინში სატვირთოს დათვალიერების დროს აღმოაჩინეს, რომ მძღოლს Boeing-ის სამოქალაქო თვითმფრინავების საბურავები გადაჰქონდა, დეკლარირებული მანქანისა და ავტობუსის საბურავების ნაცვლად." - განაცხადა პოლონეთის ეროვნული შემოსავლების ადმინისტრაციამ.

"საქონლის გამგზავნელი კომპანია იყო ესპანეთიდან, ხოლო მიმღები, და მიმღები აზერბაიჯანიდან იყო. საბაჟო თაღლითობასთან დაკავშირებით კრიმინალური ფინანსური სამართალწარმოება დაიწყო. მოხდა დასანქცირებული საქონლის კონფისკაცია." - ეწერა განცხადებაში.

კომენტარები