წინააღმდეგობის პლატფორმა

ვაშაძე: "წინააღმდეგობის პლატფორმას" ვუყურებ, როგორც ალტერნატივას

მჯერა, რომ ძალა ერთობაშია. ვფიქრობ, რაც მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთად და სწორად, მით მეტი შედეგი იქნება [...] ამ ბრძოლაში ადამიანებისთვის ალტერნატივის ქონა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მე ამ პლატფორმას [წინააღმდეგობის პლატფორმა] სადაც ვარ, ვუყურებ, როგორც ალტერნატივას - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ლეგიტიმაციის მატარებელი ადამიანი და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ არჩევნებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვისურვებდი, ხვალ და ზეგ ეს წრე კიდევ გაფართოვდეს [...] ამ ფორმატით იმას ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ და საქმეც გავაკეთოთ. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ფორმულას ეთერში სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობითა და პროდასავლური პარტიების ნაწილის მონაწილეობით შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაზე ისაუბრა. 

კომენტარები