რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზებზე აფეთქებები მოხდა

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 16 მაისს, დილის საათებში ანექსირებულ ყირიმში რუსულ სამხედრო ბაზებზე აფეთქებების ხმა ისმოდა. 

ადგილობრივი ტელეგრამ არხის Atesh-ის გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ყირიმის სამხრეთში, პერევალნას დასახლებასთან, სადაც რუსეთის სამხედრო ფლოტისა და საარტილერიო პოლკის ბაზები მდებარეობს. 

Crimea.Realii-ს მიხედვით, აღნიშნულ ბაზაზე მოწყობილი იყო სამხედრო აღჭურვილობის, იარაღისა და სავარაუდოდ ნავთობის საწყობი. ბაზაზე იერიში 2023 წელს ორჯერ მიიტანეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. 

"არის ინფორმაცია დაღუპული ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც საწყობში მსახურობდნენ" – წერს Atesh ტელეგრამზე ერთ-ერთი სამხედრო ბაზის შესახებ.

სევასტოპოლის მარიონეტი გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი Telegram-ზე წერს, რომ ზღვის თავზე ექვსი დრონი ჩამოაგდეს. 

კომენტარები