გამოცემა Axios-ს სამმა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) იერიში მიიტანეს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთის მეთაურზე, მოჰამედ სინვარზე. მათივე ცნობით, იერიში ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერზე მოხდა.
მოჰამედ სინვარის სიკვდილის დადასტურების შემთხვევაში, ეს მორიგი მძიმე დარტყმა იქნება ჰამასისთვის, რომელმაც 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა მოაწყო და მას შემდეგ ისრაელთან 18 თვის განმავლობაში ომშია ჩართული.
სინვარი ჰამასის სამხედრო ფრთხის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც ისრაელმა მისი ძმა იაჰია სინვარი და წინამორბედი მოჰამედ დეიფი მოკლა. სამივე მათგანი 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვას ხელმძღვანელობდა.
IDF-მა განაცხადა, რომ "იერიში მიიტანეს ჰამასის ტერორისტებზე მიწისქვეშა სარდლობასა და სამმართველო დაწესებულებაზე, ხან იუნისის ევროპული საავადმყოფოს ქვეშ."