ქართული ოცნება-აშშ

კალაძე უილსონზე: ის სისულელეებით გამოირჩევა, ხან ხაბეიშვილს ადარებენ, ხან ნათელაშვილს

როგორც კი პრეზიდენტი ტრამპი დიფსთეითს დაამარცხებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ ვერ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, რასაც კონკრეტული ის კონგრესმენი [ჯო უილსონი], არ ვიცი, გვარი აღარ მახსოვს, რაღაც სისულელეებით გამოირჩევა. ხან ხაბეიშვილს ადარებენ, ხან ნათელაშვილს, შეიძლება დიდი განსხვავება არ იყოს.

მაგრამ ამ განცხადებებს რასაც ვისმენთ, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობებს არ წაადგება. ჩვენ გვჭირდება მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ

ცნობისთვის, აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი MEGOBARI აქტის ერთ-ერთი სპონსორი და თანაავტორია.

5 მაისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა.

კომენტარები