ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა აშშ-ში 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაარქვა

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, 2025 წლის 4 მარტი.
Win McNamee/Pool/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, 11 ნოემბერს კი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაარქვა.

ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა

"მრავალი ჩვენი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს აღნიშნავს, როგორც გამარჯვების დღეს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებისთვის. ამგვარად, მე 8 მაისს ვაცხადებ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვერავინ შეგვედრებოდა სიძლიერის, სიმამაცისა ანდა სამხედრო ბრწყინვალების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ არასდროს აღვნიშნავთ არაფერს იმიტომ, რომ ლიდერები აღარ გვყავს, რომლებმაც ამის კეთება იციან! ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას ხელახლა დავიწყებთ!" - დაწერა ტრამპმა.

კომენტარები