რეჟიმის პატიმრები

მათე დევიძის საქმეზე პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის საქმეზე მორგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

დევიძის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღეს, პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლია.

მისი განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად აქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი". - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

მომდევნო პროცესი, სადაც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 16 მაისს ჩანიშნა.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა. პროკურატურა დევიძეს 3 პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები