აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ივანიშვილის წარმომადგენელ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოცემა globalnews.ge-ს შეკითხვას უპასუხა.
"დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით". - განაცხადა სახდეპმა.
ცნობისთვის, დავითაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა სახდეპის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან, გამართა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა, ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით ამავე გამოცემას უპასუხა, რომ "რაც შეეხება ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი".