ჩხრეკა

პროკურატურა ალეკო ცქიტიშვილის სახლსაც ჩხრეკს

პროკურატურის თანამშრომლები ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლსაც ჩხრეკენ. ინფორმაციას ცენტრი ავრცელებს. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილი სახლთან შეაჩერეს და პირადი ნივთები ჩამოართვეს, მათ შორის ტელეფონი. მათ ცქიტიშვილს უთხრეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება.

პირადი ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი უნდა შეემოწმებინათ.

კომენტარები