„თბილისი ენერჯი“

თბილისში 8 871 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

http://globe-views.com

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, დედაქალაქის ნაწილს, კერძოდ, 8 871 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.

გაზი არ მიეწოდება ნუცუბიძის, ისნის, დიღმის, სამგორის და გლდანის ნაწილს. 

თბილისი ენერჯის ცნობით, სამგორის რაიონში გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება ავარიულად 4800 (ახალი მონაცემებით 6590) აბონენტს შეუწყდა.  

"გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება : დღეს 25 აპრილს 18:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში" - წერია განცხადებაში.

კომენტარები