საფრანგეთის ქალაქ ნანტში 15 წლის სკოლის მოსწავლემ ცივი იარაღით ოთხი თანასკოლელი დაჭრა, ერთ-ერთი მათგანი მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა კათოლიკურ კერძო სკოლა, Notre-Dame-de-Toutes-Aides-ში მოხდა. სამართალდამცავების თქმით, თავდამსხმელი მასწავლებლებმა შეაჩერეს.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმამდე ცოტა ხნით 15 წლის მოზარდმა სკოლის ყველა თანამშრომელსა და მოსწავლეს გრძელი ელექტრონული წერილი გაუგზავნა.
ფრანგულ მედიაში გამოქვეყნებულ წერილის ნაწყვეტებში გარემოსდაცვისა და გლობალიზაციის საწინააღმდეგო გზანილებზეა საუბარი.
"ნაცისტურ იდეოლოგიაზე ლაპარაკობდა. გვეგონა, უბრალოდ ხუმრობდა... მაგრამ ვიღაცისგან გავიგეთ, რომ ჰიტლერის ნაცისტური იდეების აღდგენას აპირებდა." - აღნიშნა თავდამსხმელის ერთ-ერთმა თანაკლასელმა.
"დისციპლინისა და იერარქიის იწვევს ასეთ ძალადობას". - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ.
ნანტის მერის, იოჰანა როლანის თქმით, პოლიტიკური დასკვნების გამოტანა ნაადრევია. "ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა სერიოზული საკითხია და ამაზე საუბარია საჭირო".





