რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება დაადასტურა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის თქმით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება გენერალ-ლეიტენანტი ივან გავრლიუკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გავრილიუკმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.

"მინდა მადლობა გადავუხადო ივან გავრიულიუკს მისი გაწეული სამუშაოსთვის უკიდურესად რთულ პერიოდში. მისი ძალისხმევის წყალობით, შევძელით არაერთი გამოწვევის გადალახვა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების ფარგლებში". - წერს უმეროვი.

ამასთან, უმეროვი აღნიშნავს, რომ გავრილიუკი უკრაინის ხელისუფლების გუნდის ნაწილად რჩება და უახლოეს მომავალში ის სხვა თანამდებობას დაიკავებს.

თავდაცვის სამინისტროში გავრილიუკი შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები