15 აპრილს აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწესებული სანქციები მოუხსნა ორბანის მთავრობის მინისტრს, ანტალ როგანს, რომელსაც სავარაუდო კორუფციისთვის მანგიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები ჰქონდა დაწესებული.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ანტალ როგანი, რომელიც ორბანის კაბინეტის უფროსია და საიდუმლო სამსახურთან ერთად მთავრობის კომუნიკაციებს ზედამხედველობს, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) სპეციალურად დანიშნული პირების სიაში აღარ იძებნებოდა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ანტალ როგანი კორუფციისთვის დაასანქცირა. ხოლო აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ იანვარში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის დროს როგანმა მოაწყო სისტემა, რომლითაც საჯარო კონტრაქტებსა და რესურსებს თავის ერთგულ და პარტია ფიდესთან დაახლოებულ პირებზე ანაწილებდა.