მოქალაქე რუსუდან ქაქუთია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მასთან ერთად კიეევ 4 ადამიანს თავს ტიტუშკები დაესხნენ.
მისი თქმით, შემთხვევა სოლოლაკში მოხდა. მოქალაქე წერს, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს ხელში ბასრი საგანი ეჭირა.
"მოვდიოდით ლეონიძეზე, დაგვესხნენ უკნიდან თავს, 3-4 კაცი, ბიჭებს ჩაარტყეს სამივეს, ერთი ძალიან დაგვისისხლიანეს, რაღაც ეჭირა ერთ-ერთს უეჭველი ხელში, ბასრი, სისხლიც აქედან არის". - წერს ქაქუთია სოციალურ ქსელში.
მოქალაქემ აღნიშნა, რომ ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
"პატრული მოვიდა, არავინ/ვერავინ დაიჭირა, ყველა სამშვიდობოს ვართ საბოლოო ჯამში". - წერს რუსუდან ქაქუთია





