წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

გვარამია: პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო

ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობის გამო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

"პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო" - წერს გვარამია.

ასევე პროკურატურაშია დაბარებული კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

"საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეების პროკურატურაში გადაგზავნის გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების" კომისიამ 8 აპრილს მიიღო.

საქმეებზე გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. 20-ლარიანი გირაო შეეფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.

კომენტარები