რუსული რეჟიმი

ბუაძე კობახიძეზე: რა კავშირი აქვს დიპლომატიასთან ამ თანამედროვე პავლიკ მოროზოვს?

რა დიპლომატია, რა ფორუმი? 

საერთოდ, რა კავშირშია კობახიძე, ეს თანამედროვე პოლიტიკური “პავლიკ მოროზოვი”, ივანიშვილის სივრცეში გამოზრდილი - ამ ადამიანს რა კავშირი აქვს დიპლომატიასთან, ან საერთოდ უსაფრთხოებაზე როგორ შეიძლება ლაპარაკობდეს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენმა უსაფრთხოებამ მიიღო სერიოზული ზიანი - როგორც სახელმწიფოს არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ უფრო დაცულები ვყოფილიყავით და ეს არის, ამ მოღალატეობრივი ძალის დამსახურება.

რა გააკეთეს მათ ამ ძალიან რთულ ვითარებაში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო მეტად დაცული?

კაპიტულაცია და მოღალატეობრივი გზავნილები ხომ არ არის დაცულობა?

ჩვენ გვჭირდება მეტი უსაფრთხოება ამ კუთხით აბიჯების გადგმა და თქვენ ვერ მეტყვით ვერცერთ ნაბიჯს, რომელიც ამ კუთხით იქნა გადადგმული.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ივანიშვილის პრემიერმინისტრზე, ირაკლი კობახიძეზე, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე იმყოფება. 

კომენტარები