10 აპრილის ღამეს, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ნიკოლაევსა და კიევზე იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო ათმა ადამიანმა.
კიევში საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რუსული დრონიდან 16 გაანადგურეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მასიური ხანძარი გაჩნდა გოლოსეევის რაიონში მდებარე საწყობში.
დედაქალაქის კიდევ ერთ რაიონში, დარნიცკში დაინგრა კერძო სახლი, დაზიანდა ახლომდებარე შენობების ფანჯრები და რამდენიმე ავტომობილი.
"არსებული ინფორმაციით დაშავდა ორი ქალი. მათ ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება". – თქვა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ნიკოლაევში რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს.

ნამსხვრევების ვარდნის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი. დილის მონაცემებით, 29 წლის ქალი და 59 წლის კაცი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, ქალაქში დაზიანდა საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, ათობით ავტოფარეხი და ავტომანქანა.





