გერმანული გამოცემა NTV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლის, ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ სოციალ-დემოკრატებთან სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწია.
გერმანიაში ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის 23 თებერვლიდან მიმდინარეობს.
22 თებერვალს გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამა გაიმარჯვა და ხმების 29% აიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მეორე ადგილზე გავიდა ხმების 19.5%-ით.