თბილისის მერიის განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან გაგრის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობით, ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.
"უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!". - წერს მერია.