6 აპრილს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.
ერთ-ერთი რაკეტა უკრაინული სახელმწიფო ტელეკომპანია Freedom-ის ახალი ამბების რედაქციასთან ახლოს აფეთქდა.
აფეთქების შედეგად შენობამ სერიოზული დაზიანება მიიღო. თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.
6 აპრილის იერიშის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, სამ რაიონში დაზიანდა შენობები. უკრაინული მხარის განცხადებით დედაქალაქში 6 რუსული ბალისტიკური რაკეტა აფეთქდა.





