ჩვენთვის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება და დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ კუთხით არის უდიდესი გამოწვევები, მათ შორის ეს არის გამოხატული წლების მანძილზე პირადპირი ჩარევებით ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში.
[...] ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომელიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ სანქციებს. უბრალოდ წარმოუდგენელი, რამ იქნებოდა ასეთი რამ დაახლოებით 20 წლის წინ, 30 წლის მითუმეტეს, გასულ საუკუნეებში კიდევ უფრო მეტად , რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას.





