გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და რეგულაციებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აკრიტიკებს.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ პარლამენტის მიერ ამ კვირაში მიღებული შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც აძლიერებს არსებულ რისკებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, თანასწორობასა და სამოქალაქო სივრცეზე და ზღუდავს პოლიტიკურ პლურალიზმს.
საქართველოს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალით ნაკისრი თავისი ვალდებულებები" - წერია გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში





