უკანონო მიგრაცია

შსს: გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქე ქვეყნიდან გავაძევეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა გასული თვის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის 97 მოქალაქის ქვეყნიდან გააძევა.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოდან გაძევებულ იქნა - ინდოეთის, ბელორუსის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბანგლადეშის, ამერიკის შეერთებული შტატების, ერაყის, ირანის, ნიგერიის, თურქმენეთის, თურქეთის, ეგვიპტის, პაკისტანის, კამერუნის, იორდანიის, ყირგიზეთის - ჯამში 97 მოქალაქე" - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები