დღეს, ლონდონში, ანა აბესაძის თანაავტორობით გამოიცა მეორე წიგნი "Authenticity and Action", რომლის გაყიდვებიდან შემოსული როიალტი მოხმარდება გოგონებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
ეს ანას თანაავტორობით გამოქვეყნებული მეორე წიგნია, ხოლო პირველი 2024 წლის ოქტომბერში, ნიუ-იორკში გამოიცა.
„Authenticity and Action“ მოიცავს ინსპირაციულ ისტორიებს ლიდერი ქალების შესახებ, რომლებიც თავიანთ ღირებულ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ თუ კარიერულ რჩევებს უზიარებენ მკითხველს.
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Amazon-ზე, ფიზიკური, აუდიო და Kindle ვერსიებით.





