ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ელენე ხოშტარიამ იზოლატორი დატოვა

TV პირველი

ელენე ხოშტარიამ იზოლატორი დატოვა - ინფორმაციას "დროას" პრესსამსახური ავრცელებს.

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია პოლიციამ რუსთაველზე გუშინდელ აქციაზე დააკავა. მას წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც შსს-მ საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში უწყება წერს, რომ შემოწმებისას ხოშტარიას, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება აღმოუჩინეს.

კომენტარები