მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისთვის დღეს, 28 მარტს მიანმარში ძლიერი მიწისძრვა მოხდა - აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ინგრევა ერთ-ერთი მშენებარი ცათამბრჯენი, რომელიც ტაილანდში მდებარეობს.
როგორც New York Times წერს, ბოლო მონაცემებით მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-ს შეადგენს, თუმცა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - მოსალოდნელია მსხვერპლის ზრდა.





