ჰამას-ისრაელის 2023 წელს დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორი ჰამასის წინააღმდეგ ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.
აქციის მონაწილეები ჰამასის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვნდნენ.
სოციალურ ქსელებში აქტივისტებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომლებშიც ასახულია, როგორ მიემართებიან ახალგაზრდები ჩრდილოეთ ღაზის ბეით-ლაჰიას ქუჩებში და სკანდირებენ: "გადადექი, გადადექი, ჰამასო გადადექი!"
ქალაქში გადაღებულ ვიდეოებში ასევე ისმოდა შეძახილები: "დაემხოს ჰამასის მმართველობა, დაემხოს მუსლიმთა საძმოს მმართველობა!"

თავის მხრივ ჰამასის მხარდამჭერები პროტესტის მონაწილეებს მოღალატეებად მოიხსენიებენ.
პროტესტი ჩრდილოეთ ღაზაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამური ჯიჰადის მებრძოლებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ამის საპასუხოდ, ისრაელმა ბეით-ლაჰიას დიდი ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.