რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: ზოგმა დონორმა NGO-ების და პოლიტიკოსების სახით საბჭოთა მენტალიტეტი დააბრუნა

ოპოზიციას ხო სინამდვილეში უნდათ, რომ იყვნენ ვასალები, ამ ენჯეოებსაც სურთ, რომ იყვნენ ვასალები - რასაც გეტყვიან გარედან, ის უნდა აკეთო ეს არის მათი მთავარი ხაზი.

გითხრეს ტალინიდან რაღაც და გააკეთე რაც გითხრეს ტალინიდან, რაც გითხრეს ბრიუსელიდან, ვილნიუსიდან…

რასაც გეუბნებოდნენ მოსკოვიდან საბჭოთა კავშირის დროს ის უნდა გაგეკეთებინა - ეს არის სინამდვილეში შედეგი.

ამ მილიონობით ჩასხმულმა ფულმა დონორების, რომლებიც აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ იყო გარკვეული მედიაქსელების თუ პროპაგანდისთვის ჩასხმული ფული და რა თქმა უნდა, ამერიკული ფული თუ ასეთი იყო, ევროპული ფული რომ ასეთი იქნებოდა ამაში ვინმეს რამე კითხვა ხომ არ აქვს.

შედეგი ეს გამოიღო - XXI-ე საუკუნეში აღზარდა ახალი საბჭოთა მოქალაქეები, სინამდვილეში ეს მივიღეთ ჩვენ, გვყავს ხალხი, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიძლება დაბადებულიც არ არის, მაგრამ მენტალობა დაუბრუნეს მათ, როცა ცენტრი წყვეტს ყველაფერს.

საბჭოთა მენტალიტეტია სინამდვილეში, რაც ზოგიერთმა დონორმა დააბრუნა NGO-ების და პოლიტიკოსების სახით.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები