რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა, განადგურებულია 75 დრონი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო

რუსეთმა უკრაინაზე 171 უპილოტო საფრენი აპარატით მასიური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშის მიხედვით, განადგურებულია 75 რუსული დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 63 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსებმა დრონები ორელის, შატალოვოს, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

საჰაერო ბრძოლა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ვინიცკის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მიმდინარეობდა.

თავდასხმის შედეგად კიროვგრადში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ასევე ინფრასტრუქტურა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

იერიშის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და მობილური ცეცხლის ჯგუფები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები