რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიროვგარდზე დრონებით იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი

კროპივნიცკზე რუსული იერიშის შედეგები, 2025 წლის 20 მარტი
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

19 მარტის ღამეს, რუსეთმა კიროვგრადის ადმინისტრაციულ ოლქზე, კროპივნიცკზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.

რუსული თავდასხმის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

კიროვგრადის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის, ანდრეი რაიკოვიჩის თქმით, კროპივნიცკმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური იერიში გადაიტანა.

"დანგრეულია საცხოვრებელი სახლები: კერძო სექტორი და მრავალსართულიანი კორპუსები. თითქოს დაცინვაა, მტრის დრონებმა იერიში მშვიდობის ქუჩაზე მიიტანეს". – ამბობს რაიკოვიჩი.

გარდა ამისა, იერიშის შედეგად კიროვგრადის ოლქში დაზიანებულია სარკინიგზო კომპანია Укрзализныци-ის ინფრასტრუქტურა. რის გამოც რამდენიმე საათით შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა.

კომენტარები