რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსებმა სავარაუდოდ 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

უკრაინელი სამხედრო ტყვეები - საილუსტრაციო ფოტო 
РИА

სოციალურ ქსელებში დაიდო ვიდეო, რომელზეც რუსი ჯარისკაცები სავარაუდოდ 5 უკრაინელ ტყვეს ხვრეტენ.

მედიის გარდა, ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრი ლუბინეცი ავრცელებს:

"გამოქვეყნებულ ვიდეოში, როგორც მინიმუმ 5 მოკლული სამხედრო ტყვე ჩანს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების უგულებელყოფას რუსეთის მხრიდან".

ომბუდსმენის თქმით, მან შესაბამისი წერილით უკვე მიმართა გაეროს და საერთაშორისო წითელ ჯვარს, რათა რუსეთის მორიგი ომის დანაშაული დაუყონებლივ გამოიძიონ.

ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, 2024 წლიდან რუსეთის მხრიდან უკრაინელი ტყვეების დახვრეტა გახშირდა. მკვლელობებს ახალისებენ რუსი ოფიცრები. ასევე, გახშირდა ტყვეების წამების ფაქტებიც.

კომენტარები