რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Le Monde: მაკრონმა მოკავშირეებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გეგმის შექმნისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
France 24

გამოცემა Le Monde-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ დახურულ შეხვედრაზე ევროპელ და NATO-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მაღალჩინოსნებს უკრაინისთვის "სანდო უსაფრთხოების გარანტიების" გეგმის შექმნისკენ მოუწოდა.

პარიზის შეხვედრას 34 ქვეყნის წარმომადგენელი დაეასწრო, მათ შორის არ იყო აშშ-ს წარმომადგენელი.

"ეს არის მომენტი, როდესაც ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინისა და საკუთარი თავის დასახმარებლად" 

მაკრონმა აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან ერთად აუცილებელია უსაფრთხოების სანდო გარანტიებზე ფიქრი, რათა უკრაინამ მიიღოს მდგრადი მშვიდობა. 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ აღნიშნა, რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრის მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საფუძველის შექმნა იყო. 

"ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერი ფორმით უკრაინის დემილიტარიზაციას" – თქვა ლეკორნუმ.

კომენტარები