ტრამპის ადმინისტრაცია

დონალდ ტრამპმა აშშ-იაპონიის უსაფრთხოების შეთანხმება გააკრიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-იაპონიას შორის უსაფრთხოების შეთანხმება გააკრიტიკა. 

"ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს იაპონიასთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს საინტერესო შეთანხმება, რომ ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ, მაგრამ მათ ჩვენი დაცვა არ უწევთ" – თქვა ტრამპმა.

აშშ-იაპონიის ურთიერთობაზე საუბრისას ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ იაპონია აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობით მდიდრდება. 

პასუხად, იაპონიის კაბინეტის მდივანმა, იოშიმასა ჰაიაშიმ პრესკონფერენციაზე იაპონიასა და აშშ-ს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ღრმად გვწამს, რომ აშშ გამოიყენებს მის ყველა შესაძლებლობებს, მათ შორის, ბირთვულ შესაძლებლობებს, რათა შეასრულოს იაპონია-აშშ-ს უსაფრთხოების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები" – თქვა ჰაიაშიმ.

1951 წელს აშშ-მ და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმება, რომელიც უფლებას აძლევს აშშ-ს სამხედრო ბაზები განათავსოს იაპონიის ტერიტორიაზე, სანაცვლოდ, აშშ იღებს ვალდებულებას, იაპონია თავდასხმის შემთხვევაში დაიცვას. 

კომენტარები