აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების სამომავლო პერსპექტივები.
ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია თურქმენეთთან მჭიდრო კავშირების გაღრმავება უსაფრთხო და სტაბილური შუა დერეფნის განვითარებისთვის.
მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოვიწვიე.





