სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი წინასწარი დაკავებიდან გაათავისუფლა.
იუნ სოკ იოლმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.
მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს საქმე და დაადგინოს, ოფიციალურად უნდა დატოვოს თუ არა იუნმა პრეზიდენტის თანამდებობა. სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას მიიღებს.





