ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, EU-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა უკრაინისთვის €15 მილიარდის ოდენობის დახმარების გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ კოშტამ ევროკავშირის უსაფრთხოების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"2022 წლიდან უკრაინას €135 მილიარდზე მეტით დავეხმარეთ. ჩვენ მხარდაჭერა ურყევია". – თქვა კოშტამ.
კოშტას განმარტებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გასაზრდელად ფისკალური სივრცის გაფართოების ხარჯზე გეგმავს:
"წევრ ქვეყნებს დაუყონებლივ შეუძლიათ გაზარდონ დახმარება ფისკალური სივრცის გაფართოების გზით. EU-ს რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ უკრაინისთვის €15 მილიარდის ოდენობის დახმარების გამოყოფს".
ევროკავშირის მაღალჩინოსნის თქმით, ევროპულმა საბჭომ ასევე "დაავალა ევროკავშირის საბჭოს სასწრაფოდ იმუშაოს შემდგომ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას“.



![წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2023/11/nino-cilosani.jpg?h=af382aad&itok=zVWxYTJG)

